ბრიტანეთის საელჩოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრმა მუშაობა განაახლა და მოქალაქეებს 9 საათიდან იღებს.
გუშინ საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცენტრი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, 13 მაისს დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო დაიკეტა და შესაძლებლობისთანავე გაიხსნებოდა.