მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ხუციშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი

"ქართული ოცნების" ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს გარეთ უორდს შეხვდა.

"გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმდინარეობას და ამ კუთხით ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ ბოლო წლებში გაწეულ ძალისხმევას", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები