მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის უმსხვილეს საკონტეინერო პორტში დაახლოებით 1900 თანამშრომელი იფიცება

6301c8849336b
თამთა ჯიჯავაძე
21.08.22 11:50
1058
ბრიტანეთის უმსხვილეს საკონტეინერო პორტში დაახლოებით 1900 თანამშრომელი იფიცება. როგორც BBC წერს, გაფიცვის მიზეზი დასაქმებულების მიერ ანაზღაურების სისტემის გაპროტესტებაა. როგორც მოსალოდნელია, საფოლკში ფელიქსთოუს პორტში გაფიცვა რვა დღეს გასტანს.

პორტის თანამშრომლების პროფესიულმა კავშირმა ანაზღაურების 7%-იან ზრდაზე უარი უთხრა პორტის ოპერატორ კომპანია Felixstowe Dock and Railway-ის და განაცხადა, რომ აღნიშნული მატება ინფლაციის ეფექტთან შედარებით უმნიშვნელოა, რის შემდეგაც გაფიცვა დააანონსა. 

„თუ პორტში გაფიცვა რვა დღეზე მეტხანს გაგრძელდება, მაშინ პორტის მომხმარებლები ალტერნატიული მარშრუტების ძიებას დაიწყებენ. პანიკას არ ველოდებით“, - აცხადებენ ვაჭრობის ასოციაციაში.

გაფიცვა დღეს იწყება და 29 აგვისტომდე გასტანს.

ცნობისთვის, პორტში 2 550-ზე მეტი დასაქმებულია, აღნიშნული პორტი ბრიტანეთში უმსხვილესია და მასზე საკონტეინერო ვაჭრობის 48% მოდის. 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები