მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი Microsoft-ში დასაქმდა – რას აპირებს რიში სუნაკი?

რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამერიკულ Microsoft-ში დასაქმდა. როგორც ცნობილია, რიში სუნაკი კომპანიის სტრატეგიული განვითარების მიმართულებით უფროსი მრჩეველი იქნება და Microsoft-ს გეოპოლიტიკურ საკითხებში კონსულტაციას გაუწევს.

აღსანიშნავია, რომ მას მსგავსი როლი უჭირავს AI-სტარტაპ Anthropic-შიც, სადაც ის მრჩეველთა საბჭოს წევრია.

როგორც ცნობილია, Microsoft-იდან მიღებულ კომპენსაციას სუნაკი ქველმოქმედებაზე მიმართავს, რადგან ის ისედაც $900 მილიონის ქონებას ფლობს.

ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების და სახელმწიფო სენსიტიური ინფორმაციის დაცვის მიზნით, სუნაკი ორი წლის განმავლობაში რჩევებს ვერ გასცემს ბრიტანეთის პოლიტიკასა და ბაზარზე. ასევე, მას აკრძალული იქნება პარლამენტში Microsoft-ის სასარგებლოდ ლობირება და პოლიტიკური კამპანიის წარმოება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები