მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთმა პუტინის ტანკერების "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი გამოაცხადა

ვლადიმირ პუტინი

გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დააწესა კიდევ 18 რუსულ ნავთობტანკერზე და თხევადი ბუნებრივი აირის 4 გემზე. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, ეს ნავთობტანკერების "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ დღემდე დაწესებული სანქციების ყველაზე დიდი პაკეტია.

შესაბამისად, დამატებით 18 ნავთობტანკერს აეკრძალება გაერთიანებული სამეფოს პორტებში შესვლა და ვერ შეძლებენ ბრიტანეთის საზღვაო სერვისებზე წვდომას, რაც სანქცირებული რუსული ნავთობტანკერების საერთო რაოდენობას 43-მდე ზრდის.

„ჩრდილოვანი ფლოტი“ იყენებს უკანონო პრაქტიკას, რათა თავიდან აიცილოს დასავლეთის შეზღუდვები რუსულ ნავთობზე.

„ნებისმიერი აქტორი, რომელიც ხელს უწყობს და მხარს უჭერს რუსეთის ბოროტ საქმიანობას, შესაძლოა სანქციების წინაშე აღმოჩნდეს“, - აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები