მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში ავტოწარმოება 1984 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა - ნოემბრის მონაცემები

61c9595550479
თათია კაკიაშვილი
28.12.21 00:30
495
საავტომობილო ინდუსტრიის ჯგუფის ინფორმაციით, ნოემბერში გაერთიანებული სამეფოში ავტომობილების წარმოება 1984 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რადგან კორონავირუსი მომარაგების ჯაჭვზე გავლენას განაგრძობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ საავტომობილო მწარმოებელთა და მოვაჭრეთა საზოგადოების ინფორმაციით, ახალი ავტომობილების გამოშვება 28,7%-ით შემცირებულია და 75,756 ერთეულს აღწევს, რაც ზედიზედ მეხუთე თვეა, წარმოების კლებაზე მიუთითებს.

ამასთან, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების და რეგულაციების პირობებში, აზიის ავტომწარმოებელი ქარხნები ძალას არ იშურებდნენ, რომ ავტომობილებზე მოთხოვნა შენარჩუნებულიყო, თუმცა - უშედეგოდ. სპეციალისტების პროგნოზით, ეს პროცესი შესაძლოა, 2023 წლამდე გაგრძელდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები