მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში ჩარლზ III-ის გამოსახულებით მონეტების მოჭრა დაიწყო

635f6eba36bc6
გიორგი თოლორდავა
31.10.22 11:40
462
გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო ხაზინამ ახალი მონეტების მოჭრა დაიწყო, რომელზეც ახალი მონარქის, მეფე ჩარლზ III-ის პორტრეტია გამოსახული.

ახალი 5 გირვანქა სტერლინგი და 50 პენსი ცირკულაციაში დღეიდან შევა და ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ძველ მონეტებს, რომელზეც გარდაცვლილი დედოფალია გამოსახული.

მონეტებზე მარტინ იენინგსი მუშაობდა და როგორც BBC იუწყება, ახალმა დიზაინმა თავად მეფის მოწონებაც დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ჩარლზ III-ის გამოსახულება წინამორბედის საპირისპირო მიმართულებითაა, კერძოდ, მარცხნივ, რაც ბრიტანეთის მრავალსაუკუნიანი ტრადიციის ნაწილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები