მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში ექთნები და სასწრაფოს თანამშრომლები მასშტაბურ აქციას მართავენ

63e09bdb830c1
თამთა ჯიჯავაძე
06.02.23 10:16
543
დიდ ბრიტანეთში დღეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მასშტაბური გაფიცვაა დაგეგმილი. როგორც Reuters-ი წერს, გაფიცვაში მონაწილეობას ათობით ათასი ექთანი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები აპირებენ. ისინი ხელფასების ზრდას ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ექთნებმა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს ცალ-ცალკე. ახლა კი ისინი ერთიანდებიან, შედეგად, დღევანდელი პროტესტი ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის 75-წლიან ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იქნება.