მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთში გალერეას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევა ედება ბრალად

Hauser & Wirth Gallery Ltd

ლონდონში, მეიფეირში არსებულ გალერეა Hauser & Wirth- და ხელოვნების ნიმუშების გადამზიდავ კომპანია Artay Rauchwerger Solomons- რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევა ედება ბრალად. კომპანიებმა 2022 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით "რუსეთთან დაკავშირებული პირისთვის" "ლუქს-კლასის საქონლის" მიყიდვა სცადა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების დარღვევის გამო სასამართლო პროცესი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარეობს.

კაცობრიობისგან გაქცევა (Escape From Humanity) (2021), ჯორჯ კონდო

არსებული ინფორმაციით, გალერეამ ამერიკელი მხატვრის, ჯორჯ კონდოს, ნახატი - კაცობრიობისგან გაქცევა (Escape From Humanity) მიჰყიდა ალექსანდრე პოპოვს. პოპოვი მეუღლესთან ერთად მართავს ფონდს, რომლის საკუთრებაშიც თანამედრო ხელოვნების კოლექციაც შედის.

2022 წლის აპრილიდან, დიდი ბრიტანეღის საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტმა დააწესა აკრძალვა რუსეთში 250 ფუნტ სტერლინგზე მეტი ღირებულების ნივთების, მათ შორის, მაღალი კლასის ტანსაცმლის, ავტომობილების, ხელოვნების ნიმუშების, ნახევრად ძვირფასი ქვებისა და სამკაულების ექსოპორტზე.

"ჩვენს გალერეას ბრალი წაუყენეს ხელოვნების ნიმუშის რუსეთთან ასოცირებული, თუმცა არა სანქცირებული, პირისთვის მიყიდვის ფაქტზე. მზადყოფნას ვაცხადებთ, შევასრულოთ ყველა არსებული სამართლებრივი ვალდებულება, მათ შორის სანქციები. სასამართლო წარმოება ჯერ დასრულებული არ არის, აქედან გამომდინარე მასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ. კატეგორიულად უარვყოფთ ბრალდებას”, - ნათქვამია Hauser & Wirth-ის ოფიციალურ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები