გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტენდენცია ფიქსირდება - მარტში წლიური ინფლაციის დონემ 10.1% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს.
ბრიტანეთში ფასების ზრდის ტენდენცია ფიქსირდება საბაზო ინფლაციასთან (CPI) დაკავშირებითაც, რომელიც 6.2%-იან ნიშნულზეა, ნაცვლად წინა თვეს დაფიქსირებული 6.0%-ისა.
ინფლაციის დონის მოსალოდნელზე მეტად ზრდის ფონზე, ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. გამკაცრების შედეგად, გაერთიანებულ სამეფოში რეფინანსირების განაკვეთმა 4.25%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 25 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.