მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში რითეილ-გაყიდვები თითქმის პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდა

5f1ab15ea3980
ნათია თაქთაქიშვილი
24.07.20 23:00
1119
დიდ ბრიტანეთში საცალო გაყიდვები თითქმის პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც ინგლისში ნაკლებად აუცილებელი მაღაზიები გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, საცალო გაყიდვები ჯამურად 13.9%-ით გაიზარდა ივნისში მაისთან შედარებით.

სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, განსაკუთრებით არის გაზრდილი ტანისამოსის და ფეხსაცმლის გაყიდვები. აღნიშნულ ჯგუფში ზრდამ თითქმის 70% შეადგინა.

თუმცა როგორც გამოცემა წერს, ეს სექტორი ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიისგან და მათი გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35 პროცენტით არის შემცირებული.

გამოცემის მიხედვით, ასევე გაზრდილია საწვავის გაყიდვები და ზრდამ 2.4% შეადგინა თებერვლის თვესთან შედარებით. ივნისში ასევე მოიმატა სამეურნეო მაღაზიების გაყიდვებმაც, განსაკუთრებით მოთხოვნა გაზრდილია ავეჯზე.

ბოლო მონაცემებით, საცალო გაყიდვები ყველაზე მეტად მეორე კვარტალში იყო შემცირებული, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გამოცემა წერს, რომ გაყიდვები მეორე კვარტალში 9.5%-ით იყო შემცირებული პირველ კვარტალთან შედარებით.

თუკი ივნისის საცალო გაყიდვებს 2019 წლის ივლისის პერიოდის საცალო გაყიდვებს შევადარებთ, ჯამური კლება მხოლოდ 1.6%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები