დიდ ბრიტანეთში საცალო გაყიდვები ნოემბერში პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდა, რაც „შავი პარასკევის“ და ადრე დაწყებული საშობაო შენაძენების ხარჯზე მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს ცნობით, ქვეყნის საცალო გაყიდვებმა გასულ თვეს 1.4%-ით მოიმატა, მოთხოვნა ტანისამოსის გარდა, დაფიქსირდა სათამაშოებსა და სამკაულებზე.
BBC-ის ცნობით, ყველაზე მაღალი ზრდა ტანისამოსზე იყო, რომლის გაყიდვებიც 2.9%-ით გიზარდა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ ონლაინ გაყიდვები შედარებით შემცირებულია, რადგან ქვეყანაში მაღაზიები ღიაა და მოსახლეობა უპირატესობას ტრადიციულ მაღაზიებში ვაჭრობას ანიჭებს. გამოცემა წერს, რომ ონლაინ გაყიდვები ნოემბერში 26.9%-ით შემცირდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2020 წლის მარტის შემდეგ.