მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთში Universal-ის პირველი ევროპული გასართობი პარკი აშენდება

Universal

გაერთიანებულ სამეფოში Universal-ის პირველი ევროპული გასართობი პარკი აშენდება. ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, გასართობი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე 28,000 ადამიანი დასაქმდება, ხოლო თავად გასართობი პარკი ქალაქ ბედფორდთან ახლოს 2031 წელს გაიხსნება. თემატური ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები 200-მდე ჰექტარის ტერიტორიაზე მოეწყობა, რაც კომპანიას წლიურად 8.5 მილიონი სტუმრის მიღების საშუალებას მისცემს, ხოლო ქვეყნის ეკონომიკას 50 მილიარდი გირვანქა სტერლინგით დაბუსტავს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, მრავალმილიარდიანი ინვესტიციის შედეგად ბედფორდი გლობალურ რუკაზე ადგილს დაიმკვირდებს. Comcast-ის საკუთრებაში შემავალი Universal-ი, რომლის პორტფელში Minions-ის და Wicked-ის მსგავს ფრენჩაიზებს ვხვდებით, გასართობ პარკებს მართავს, როგორც მშობლიურ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე იაპონიაში, სინგაპურში და ჩინეთში. პარკი, რომელსაც კომპანია აშენებს, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული იქნება.

როგორც Universal-ში ამბობენ, პროექტზე დასაქმებული ადამიანების 80% ბედფორდის, ცენტრალური ბედფორდშირის, ლუტონის და მილტონ-კინსის მცხოვრებები იქნებიან. მშენებლობა 2026 წელს დაიწყება, ხოლო ვაკანსიები, უმეტესწილად, მშენებლობის, ხელოვნური ინტელექტის და ტურიზმის მიმართულებით გამოცხადდება. მშენებლობაში ასევე იქნება გამოყენებული ბრიტანული წარმოების ფოლადი. გასართობი პარკის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა 500-ნომრიანი სასტუმრო და სავაჭრო ცენტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები