მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი ნათია ჯანაშია „საქართველოს კაპიტალთან“ დადებული ხელშეკრულებიდან გადის

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი პარტნიორი ნათია ჯანაშია სს „საქართველოს კაპიტალთან“ 2019 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გადის. ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზად აკადემიის პარტნიორი და დირექტორი, ნათია ჯანაშია ინვესტორის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს. კერძოდ, 2019 წლის 30 მაისს დადებული ხელშეკრულებით შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პარტნიორი ნათია ჯანაშია და სს „საქართველოს კაპიტალი“ შეთანხმდნენ კომპანიის წილის 70%-ის ნასყიდობაზე, ხოლო, სანაცვლოდ სააქციო საზოგადოებას, მხარეებს შორის 2019 წლის 6 მაისს დადებული მემორანდუმის თანახმად, ინვესტიციები უნდა ჩაედო ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის ორი ახალი კამპუსის მშენებლობაში ლისზე და ოქროყანაში. ორივე კამპუსი, ჯამში, 2 600 მოსწავლეზე უნდა ყოფილიყო გათვლილი. აწ უკვე ყოფილ პარტნიორებს შორის ურთიერთობები იმგვარად დაიძაბა, რომ საქმიანი ურთიერთობების განხილვამ სასამართლოში გადაინაცვლა.

ნათია ჯანაშია - "ბრიტანულ ქართული აკადემია", პარტნიორი & დირექტორი;

თეა ხამხაძე - ნათია ჯანაშიას ადვოკატი;

გიორგი ისაკაძე - BMG, გენერალური პროდიუსერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები