მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანული ბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ავიაკომპანია

ბრიტანული ბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი თბილისის მიმართულებით ფრენებს მომავალი წლის აპრილიდან დაიწყებს. ავიარეისები ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან შესრულდება.

ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის ვებგვერდზე და ერთი გზის ღირებულება 40 ფუნტ-სტერლინგიდან იწყება. ავიაკომპანიას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფრენების განრიგის მიხედვით, ავიარეისები კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათობით და შაბათობით შესრულდება.

2025 წლის 30 მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი - British Airways შემოდის. ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით, ჰითროუს აეროპორტიდან შესრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები