მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანული კომპანიები 4-დღიან სამუშაო კვირაზე უფრო აქტიურად გადადიან - 4 DAY WEEK კამპანია

ბრიტანეთი

ბრიტანულ კამპანიას 4 DAY WEEK, რომლის ინიციატივითაც ბიზნესები ოთხდღიან სამუშაო კვირაზე ოფიციალურად გადადიან, სულ უფრო მეტი კომპანია უერთდება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში 200-მდე კომპანიამ სრულად დანერგა ოთხდღიანი სამუშაო კვირა თანამშრომლებისთვის ანაზღაურების შემცირების გარეშე. ბრიტანული გამოცემა Independent იტყობინება, რომ აღნიშნული კომპანიები 5000-მდე თანამშრომელს აერთიანებს, მოწინავე დარგები კი მარკეტინგი და ტექნოლოგიებია.

წამოწყებას ასევე შეუერთდნენ კომპანიები კრეატიული, ინჟინერიის, HR, საბუღალტრო, საბანკო-საფინანსო, უძრავი ქონებისა და გასართობი ინდუსტრიებიდან.

4 Day Week Foundation-ის კამპანიის დირექტორი, ჯო რაილი Indepedent-თან საუბარში აცხადებს, რომ 09:00-დან 17:00 საათამდე სამუშაო დღე, კვირაში ხუთჯერ, თანამედროვე კომპანიების მიზნებს ვეღარ ემსახურება.

"50%-ით მეტი თავისუფალი დრო, ოთხდღიანი სამუშაო კვირა, ადამიანებს მეტ თავისუფლებას აძლევთ, იცხოვრონ უფრო ბედნიერი, სრულფასოვანი ცხოვრებით", - აღნიშნავს ის.

200 მონაწილე კომპანიას შორის, 59 ლონდონშია ბაზირებული, 27 - სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში, 25 - შოტლანდიაში, 24 სამხრეთ-დასავლეთში, 15 კი - ჩრდილო-დასავლეთში.

ბრიტანული კომპანია Survation-ის ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58% მიიჩნევს, რომ 2030 წლისთვის ოთხდღიანი სამუშაო კვირა დასაქმებულთათვის ახალი ნორმა იქნება, ხოლო 22% მიიჩნევს, რომ ამ მხრივ ძირეული ცვლილებები არ განხორციელდება.

კამპანიის ავტორი აცხადებს, რომ ხელფასის შემცირების გარეშე 4-დღიანი სამუშაო კვირა ორივე მხარისთვის მომგებიანია - როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები