მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

[ბრიტანული სანქციები] რა ფაქტს ეყრდნობოდა კაციშვილმა ვერ გაიგო - შალვა პაპუაშვილი

კობახიძე პაპუაშვილი

"[ბრიტანული სანქციები] რა ფაქტს ეყრდნობოდა კაციშვილმა ვერ გაიგო", - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში "ღამის კურიერი" განაცხადა.

"ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჰქონდათ ლამის ერთსაათიანი საუბარი. დაბარების მთავარი მიზანი იყო "წარმოადგინეთ მტკიცებულებები, რის საფუძველზე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება" და ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანია "იმედის" და "პოსტვ"-ის დასანქცირების მიზანი მათი დახურვა იყო.

"დიდი ბრიტანეთი მაინც და მაინც არ ინტერესდებოდა საქართველოს პოლიტიკით და რატომღაც კვირა არ გადის ბრიტანეთის პარლამენტში განხილვები არ იყოს და თვე არ გადის სხვადასხვა მავნებლობა არ მოდიოდეს. კონტექსტიდან ამოვარდნილად, მოულოდნელად თავს გვესხმის ბრიტანეთის სხვადასხვა ჯგუფი. უცებ აღმოჩნდა საქართველო რატომღაც ინტერესის არეალში.

ევროკავშირი გავიგეთ, რომ ჩვენ კანდიდატი ქვეყანა ვართ და ამიტომ გვაქვს ინტერესიო, მაგრამ ბრიტანეთთან რა გვაკავშირებს გარდა იმისა, რომ 100 წლის წინ აქ ბრიტანული ჯარი იდგა, რომელიც გავიდა და ამით რუსეთის მე-11 არმიამ ისარგებლა და საქართველო მიიერთა - სხვა რა კავშირი გვაქვს ასეთი, რომ განსაკუთრებული ინტერესის სფეროში ვართ, არ არსებობს. ერთადერთი ახსნაა, რომ არსებობენ გარკვეული ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს წინააღმდეგ ბრიტანული სტრუქტურები გამოიყენონ, მათ შორის იმით, რომ ბრიტანეთის სანქციებს გარკვეული სიძლიერე აქვს, რადგან შესაძლებლობას აძლევს ადამიანების ფინანსური სისტემიდან გაქრობისა.

ეს არის თავდასხმა თავისუფალ მედიაზე. ეს არის თავდასხმა არა სამართლიანი ინსტრუმეტებით არამედ თვითნებობით. მიზანი იყო კონკრეტული მედიების გაქრობა. მიზანი იყო მათი დახურვა და თან ისეთ ინსტრუმეტებს იყენებ, როდესაც ვერც სასამართლოში გაასაჩივრებ. რა ფაქტს ეყრდნობოდა კაციშვილმა ვერ გაიგო. ბრიტანეთის ელჩი დაიბარა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჰქონდათ ერთსაათიანი საუბარი და ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები