მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანული სტარტაპი AI ჩატბოტების მიერ გამოწვეული ზარალს დააზღვევს

dazgv

ბრიტანულმა კომპანია Lloyd's of London-ის სადაზღვევო აგენტებმა ახალი პროდუქტი გამოუშვეს, რომელიც კომპანიებისთვის ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებისა და ჩატბოტების მიერ გამოწვეულ ზარალს აანაზღაურებს - Financial Times იტყობინება, რომ აღნიშნული შეთავაზება სადაზღვევო კომპანიებს საშუალებას მისცემთ, მიიღონ მაღალი შემოსავალი AI-სთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის პარალელურად.

სტარტაპ Armilla-ს მიერ შემოშავებული პოლიტიკით, სადაზღვევო კომპანია დაფარავს ხარჯებს, რომელთა გაწევაც კომპანიებს სასამართლოში მოუწევთ, იმ შემთხვევაში თუ ხელოვნური ინტელექტის არასწორი ფუნქციონირებს გამო მათ მომხმარებელი ან მესამე კომპანია უჩივლებთ. დაზღვევა კომპანია Lloyd-ის მზღვევლების მიერ გაფორმდება და იურიდიულ მოსაკრებლელბსა და ზარალს დაფარავს.

სხვადასხვა კომპანია AI-ზე ადაპტირებას ეფექტიანობის გასაზრდელად ცდილობს და ხელოვნურ ინტელექტზე შექმნილ ჩატბოტებს მომხმარებელთან ურთიერთობისთვისაც იყენებს, თუმცა პროცესს თან ახლავს შეცდომები, რომელთა გამოსწორებაც ძვირი ჯდება. ეს ხშირად იმიტომ ხდება, რომ ჩატბოტები მომხმარებლის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხს დამოუკიდებლად და არასწორად აგენერირებენ. მაგალითად, საკურიერო ჯგუფ DPD-ს ჩატბოტის გაუქმება მოუწია მას შემდეგ, რაც პროგრამამ მომხმარებელს შეურაცხყოფა მიაყენა და კომპანიას "მსოფლიოში ყველაზე საშინელი მიტანის სერვისი" უწოდა.

დაზღვევათა ნაწილი AI-სთან დაკავშირებული ზარალის ანაზღაურებას უკვე ითვალისწინებს, თუმცა, როგორც წესი, ამ პაკეტის ანაზღაურების ლიმიტი დაბალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები