მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანულმა მარეგულირებლებმა Citi $79 მილიონით დააჯარიმეს

Citi

გაერთიანებული სამეფოს ორმა ფინანსურმა მარეგულირებელმა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი ბანკის, Citi-ის 2018-2022 წლების აქტივობა შეისწავლეს და სისტემური რისკებისა და საბანკო ოპერაციების კუთხით რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი აღმოაჩინეს, რისთვისაც ბანკი $79 მილიონით დააჯარიმეს. თავდაპირველად, ჯარიმა უფრო მასშტაბური იყო, მაგრამ გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, Citi-მ 30%-იანი ფასდაკლება მიიღო.

როგორც მარეგულირებლების განცხადებაში ვკითხულობთ, Citi-ის სავაჭრო პლატფორმაზე არ არსებობდა რამდენიმე ბერკეტი, რამაც ტრეიდინგ-აქტივობაზე გავლენა მოახდინა და ბაზარზე რამდენიმე მასშტაბური ინციდენტი შექმნა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 2022 წლის მაისში მოხდა, როცა გამოცდილმა ტრეიდერმა არასწორად მიუთითა შეკვეთის მოცულობა, რომლის შემდეგ, ევროპულ ბირჟებზე $1.4-მილიარდიანი დაუგეგმავი გარიგება შესრულდა. ბრიტანელი მარეგულირებლების მტკიცებით, Citi-ის ბაზაში შესაბამისი საკონტროლო მექანიზმები რომ ყოფილიყო, ეს ტრანზაქცია ვერ შესრულდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული Citi მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბანკია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $123 მილიარდს აღემატება. ამ მაჩვენებლით, მსოფლიოს უდიდესი კომპანიების რეიტინგში Citi 124-ე ადგილს იკავებს, მსოფლიოს უდიდეს ბანკებს შორის კი მისი პოზიცია უკეთესია და ის მე-16 ადგილს სჯერდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები