British Airways-მა ივლისისთვის 1500 ფრენა გააუქმა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ფრენების გაუქმება გავლენას ათიათასობით მგზავრზე მოახდენს, რომლებიც ამ ზაფხულს გაფრენას ჰითროუს და გეტვიკის აეროპორტებიდან აპირებდნენ.
British Airways-მა დაგეგმილი ფრენების 10% აპრილიდან ოქტომბრამდე უკვე ამოიღო, მაგრამ განაცხადა, რომ სამწუხაროდ მეტი შემცირება იყო საჭირო.
„რადგან მთელი საავიაციო ინდუსტრია ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდშია, სამწუხაროდ, კიდევ რამდენიმე შემცირება გახდა საჭირო“, - თქვა ავიაკომპანიის სპიკერმა.
როგორც BBC წერს, რეისების გაუქმების გადაწყვეტილება ჰითროუს აეროპორტში British Airways-ის ასობით თანამშრომლის მიერ დაგეგმილ გაფიცვას უკავშირდება.