მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაქსების თეთრად გადაღებვა

BM.GE
05.03.19 09:16
1743
1 მარტიდან ტაქსებზე ვაუჩერების გაცემა რომელიც შეღებვისთვის და ინტერიერის ქიმიური წმენდისთვის იქნება განკუთვნილი უკვე დაიწყო. სექტემბრამდე ყველა ტაქსს თბილისში თეთრი ფერი უნდა ჰქონდეს. სფეროში დასაქმებულებს ახალი გამოწვევა აქვთ. მთავრობა ადგილობრივიც და ცენტრალურიც კონკრეტულ შეთავაზებებს აკეთებს, მაგალითად მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციო მოწმობის უფასოდ შეცვლას სთავაზობენ თუმცა რამდენად საკმარისია არსებული შეღავათები და რა ხარჯებთან არის დაკავშირებული იმ მოთხოვნებზე მორგება, რომელიც თბილისის მერიამ განსაზღვრა? დედაქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების უფლება კომპანია „ალმამ“ აუქციონში გამარჯვებით მოიპოვა. შეღებვისა და ინტერიერის წმენდის ვაუჩერით სარგებლობის უფლება აქვთ იმ მძღოლებს, რომლებმაც ტაქსით მომსახურების ნებართვა 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღეს. გამარჯვებული კომპანია ტაქსებზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, ლიცენზირებული ტაქსის მფლობელებს გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერებს გასცემს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

სტუმარი: ლადო ლომსაძე - შპს "ალმა", იურიდიული სამსახურის უფროსი