უმსხვილესი ენერგოკომპანიის, BP-ის განცხადებით, მათ XXI საუკუნეში ყველაზე დიდი ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადო აღმოაჩინეს. აღმოჩენა ბრაზილიაში, სანტოსის რეზერვუარში მოხდა. კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნული საბადოს მოცულობა აზერბაიჯანში შაჰ დენიზის საბადოს აღმოჩენას შეადარეს.
ახლად მოძიებული რეზერვები რიო დე ჟანეიროდან 400 კილომეტრში მდებარეობს და მისი მთლიანი ფართობი 300 კვ.კმ-ია. ექსპერტების აზრით, მასში არსებული რეზერვები, შესაძლოა, ბრიტანული ნავთობკომპანიისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის აღმოჩნდეს და მისი შემოსავლები მნიშვნელოვნად გაზარდოს.
ნავთობის ახალი რეზერვების აღმოჩენა უკავშირდება ცვლილებას კომპანიის პოლიტიკაში, გადამუშავებადი ენერგიიდან ნავთობისა და ბუნებრივი აირის სახით კვლავ ენერგიის ტრადიციულ წყაროებს დაუბრუნდეს.
საინტერესოა, რომ სწორედ აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში მხოლოდ წლევანდელ წელს კომპანიამ, ამ საბადოს გარდა ცხრა სხვა ნავთობსაბადო აღმოაჩინა ისეთ ქვეყნებში როგორიცაა, ტრინიდადი და ტობაგო, ეგვიპტე, ლიბია, ნამიბია, ანგოლა და ა.შ.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ნავთობმწარმოებლის მთავარ მიზანს 2030 წლამდე პროდუქციის ახალ მასშტაბებზე გადასვლა წარმოადგენს, რაც მათ მიერ დასახული გეგმის თანახმად დღეში საშუალოდ 2,3-2,5 მილიონ ბარელს წარმოადგენს.




























