მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიუსელში დისკუსიებს მიჩვეულები არ არიან, ასე არ შეძლება - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი

ბრიუსელში დისკუსიებს მიჩვეულები არ არის, ასე არ შეძლება - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონეთის, ისლანდიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების "რუსული კანონის" წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელში არ მოსწონთ რომ "ქართული ოცნება" პოზიციას გამოხატავს.

"რა გვერდში დგომა? ეს არის უხეში ჩარევა, დარღვევა საერთოდ ყველაფრის, და ამ დროს გველაპარაკებიან მეგობრობაზე? მოეწონებოდათ მაგ ადამიანებს, ჩვენი გუნდის რომელიმე წევრი რომ ჩავიდეს და გამოვიდეს მათი ოპოზიციის მიტინგზე? ჰგონიათ, არაფერი აქვს სათქმელი მათ ოპოზიციას იქ ქვეყნის შიგნით? ჩვენ კარგად ვიცით, რაც ხდება მათ ქვეყნებში, მაგრამ არ ვერევით მათი ქვეყნების შიდა საქმეებში. რატომ აძლევენ თავს ამდენის უფლებას?

პრობლემა არის შემდეგი: ეს დამოკიდებულება, რომ თქვენ ვინ ხართ საერთოდ, საქართველო როგორ ბედავს ამდენ რამეს - ეს დამოკიდებულება აქვთ. უფრო მეტს გეტყვით, ერთი ძალიან კარგი ევროპელი კოლეგა მეუბნებოდა, როცა გავუზიარე ჩემი გულისტკივილი, როცა ორი წლის წინ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, შემდეგ შედარებითი ანალიზი გავაკეთე და ვუთხარი - როგორ შეიძლება საქართველო დააყენო უკრაინაზე და მოლდოვაზე უკან, როცა წინ ვართ ათი თავით - იცით, რა მითხრა? ჩემთვის ეს ძალიან ნიშანდობლივი იყო და ეს ქვეყანა მანამდე საბჭოთა კავშირის სოციალისტურ ბლოკში იყო.

მან მითხრა, რომ ჩვენი ქვეყანა როცა წევრიანდებოდა, მუხლებზე იყო დაჩოქილი, ყველაფერს უსიტყვოდ ვასრულებდით და ყველა პირობაზე ვთანხმდებოდითო, ხოლო თქვენ როცა გამოხატავთ პოზიციას, ეს არის მიუღებელი ბრიუსელისთვის, ბიუროკრატებისთვის, რომლებიც არ არიან მიჩვეული ამ ბარიერებს, დიკუსიებს არ არიან მიჩვეულები. მათ უნდათ, რომ მოვიდეს დავალება, ინსტრუქცია და ჩვენ უნდა შევასრულოთ. ასე არ შეიძლება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის: ესტონეთის, ისლანდიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდნენ, ოფიციალური შეხვედრების შემდეგ "რუსული კანონის" წინააღმდეგ გამართულ აქციაზეც გავიდნენ და მოქალაქეებს სიტყვით მიმართეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები