მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Broadcom-ს ბიზნესის ნაწილის გაყიდვა $3.8 მილიარდად სურს

broadcom

ნახევარგამტარების მწარმოებელ ამერიკულ გიგანტს, Broadcom-ს პორტფელის რესტრუქტურიზაცია და ბიზნესის ნაწილის გაყიდვა 3.8 მილიარდ დოლარად სურს.

ამ შემთხვევაში, საუბარია მომხმარებელზე ორიენტირებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც Broadcom-ის ბიზნესის მცირე ნაწილს შეადგენს. როგორც ირკვევა, ამ დეპარტამენტის შეძენით საინვესტიციო ფონდი KKR-ია დაინტერესებული.

EUC-მიმართულების გაყიდვის შემთხვევაში, Broadcom-ის მენეჯმენტის განკარგულებაში არსებული კაპიტალი განთავისუფლდება, რომელსაც, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მიმართავენ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ, Broadcom-მა 69 მილიარდ დოლარად კომპანია Vmware შეისყიდა, შესაბამისად, პორტფელში თავისუფალი კაპიტალის არსებობას ამჟამად კომპანიისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.