მუსიკა უნივერსალური ენაა, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია, თუმცა როდესაც ამ ენაზე ეროვნული მოტივები და ტრადიციები ჟღერს, ის განსაკუთრებულ ძალას იძენს. ჩვენი შემდეგი სტუმარია საკონცერტო პიანისტი, კომპოზიტორი და მუსიკალური ხელმძღვანელი და ნიუ-იორკში ქართული რესტორნის X Factory-ს თანადამფუძნებელი ირაკლი შარაძე. მისი შემოქმედებითი გზა აჭარიდან, კერძოდ ქედიდან იწყება და დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში გრძელდება. ირაკლის პროფესიული საქმიანობა აერთიანებს კლასიკურ საფორტეპიანო ხელოვნებას, საავტორო კომპოზიციებსა და ქართული ტრადიციული მუსიკის კვლევას. წლების განმავლობაში ის ხელმძღვანელობდა არაერთ მუსიკალურ ანსამბლს, მათ შორის აჭარის სახელმწიფო სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მუსიკალურ ჯგუფს, რომელთან ერთადაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარადგინა ქართული კულტურა. 2014 წლიდან, მისი კარიერა აშშ-ში გაგრძელდა, სადაც დღემდე აქტიურად მოღვაწეობს როგორც პედაგოგი და შემსრულებელი. როგორია ქართველი მუსიკოსის ცხოვრება ნიუ-იორკში და რა როლს თამაშობს ეროვნული ფესვები მის საავტორო კომპოზიციებში?
სტუმარი: ირაკლი შარაძე - რესტორანი X Factory, თანადამფუძნებელი, საკონცერტო პიანისტი
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად






























