"შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი" (BSTDB) ლარის ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს", - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებიდან ხდება ცნობილი, რომელიც საფინანსო ორგანიზაციას ლარის ფასიანი ქაღალდის გამოშვების უფლებას აძლევს.
BSTDB-იმ ლარის ფასიანი ქაღალდები 2018 წლის 27 ივნისსაც გამოსცა და ამ ობლიგაციების ოდენობა 50 მილიონ ლარს შეადგენდა. აღნიშნული ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდა.




























