IT კომპანია LAB, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან და Hewlett-Packard Enterprise-თან პარტნიორობით, ვორქშოპების სერიას - „ინფრასტრუქტურა როგორც კოდი“ იწყებს. ვორქშოპი აერთიანებს საინფორმაციო ტექნოლოგიებში მოღვაწე უმსხვილესი კომპანიების ტოპ მენეჯმენტს და სხვადასხვა ინდუსტრიებში მოღვაწე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების აიტი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს. ვორკშოპის მიზანია გაზარდოს ცნობიერება პროგრამულად უზრუნველყოფილი მონაცემთა დამუშავების ცენტრის და სფეროში მიმდინარე უახლესი ტექნოლოგიური ტრენდების შესახებ. როგორც კომპანია LAB-ში აცხადებენ წელს მსგავსი ტიპის რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.


































