მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდი - რა შეიცვალა რეორგანიზაციის შედეგად?

63231fbdaa6c2
ვიქტორია მღებრიშვილი
15.09.22 18:45
623
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ფონდში რეორგანიზაცია განხორციელდა, რომლის შედეგად ორგანიზაცია წევრობაზე დაფუძნებულ აიპ-ად ჩამოყალიბდა და სახელწოდება შეიცვალა. დღეს კომპანია ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდად იწოდება. ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ ფონდის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ გიორგი თაბუაშვილმა და დირექტორმა იური დოლიძემ ისაუბრეს.

„ფონდმა დაფუძნებლის შემდეგ არაერთი ღონისძიება ჩაატარა, მათ შორის საუკეთესო წლიური ანგარიშისა და საქმიანობის დაჯილდოება „ბარტაა“. გარკვეულ ეტაპზე დღის წესრიგში ცვლილებების საჭიროება დადგა.

ამიერიდან, ნაცვლად ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ფონდის სახელწოდებისა, ფონდი ბუღალტრული აღრიცხვის ბენეფიციართა ფონდად იწოდება. შეიცვალა წესდება და ორგანიზაცია წევრობაზე დაფუძნებული აიპ-ი გახდა. შეიცვალა დირექტორატი და მის საქმიანობას იური დოლიძე გაუძღვება. გამგეობის წევრების რაოდენობა გაიზარდა და შეგვემატნენ, როგორც ბიზნეს ასოციაციები, ასევე ბიზნეს მედიის წარმომადგენლები. ეს უფრო მეტ ძალას შემატებს ჩვენს ორგანიზაციას. ფონდის საქმიანობის მიმართულება იგივე რჩება და იმავე ამოცანებს შევასრულებთ, რაც გვქონდა. ამავე დროს, ეკონომიკური ჟურნალისტიკის, კვლევების და პროფესიული განათლების მიმართულება დაემატება“, - განაცხადა ფონდის აღმასრულებელმა თავმჯდომარე გიორგი თაბუაშვილმა.

„ფონდის გათვლა იმაზე იქნება, რომ სწორი ინფორმაცია რეფორმის მიმდინარეობისა და მიზნების შესახებ ფართო მასებს მიეწოდოთ. გაძლიერება, რაც საბჭოს შემადგენლობაში მოხდა, მოწმობს იმას, რომ ამ რეფორმას მკაფიოდ გამოუჩნდნენ ბენეფიციარები, რომლებიც ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმის სწორი მიმართულებით წარმართვაში არინ დაინტერესებული. არის ჯერ კიდევ ისეთი მხარეები, რომლებსაც არსებული მოთამაშეების მხრიდან ნაკლები ყურადღება ექცევა, ეს არის ვთქვათ ზედამხედველობის სტრუქტურა, პროფესიული ორგანიზაციები, რომლებსაც თავისი წვლილი აქვთ. ზუსტად ამ მიზნებს დაისახავს ფონდი. გვექნება ასევე დასაქმებაზე და პროფესიულ სფეროში ხარისხის მართვაზე ორიენტირებული ინოვაციური პროდუქტები“, - განაცხადა იური დოლიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები