მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუკინგემის სასახლე უცხოელი ლიდერების მიღებას 2027 წლამდე შეწყვეტს

ბუკინგემის სასახლე

მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ლონდონში მდებარე ბუკინგემის სასახლე უცხოელი ლიდერების მიღებებს რემონტის გამო შეწყვეტს. ამის შესახებ The Times-ი იუწყება.

გამოცემის ცნობით, კატარის ემირი იქნება ბოლო უცხოელი ლიდერი, რომელსაც ბუკინგემის სასახლე უმასპინძლებს. ის დეკემბერში აპირებს ლონდონში ჩასვლას.

ინფორმაციის თანახმად, 2027 წლამდე ყველა ოფიციალური ღონისძიება უცხოელი ლიდერების მონაწილეობით უინძორის სასახლეში გაიმართება.

სასახლის რეკონსტრუქციაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და რემონტის ხარჯი 369 მილიონ ფუნტს (462 მილიონი დოლარი) შეადგენს.

რემონტის გამო, მეფე ჩარლზ III-ს თავისი ოფისის გადატანა მოუწია, ასევე სასადილო ოთახის, სადაც ყოველდღე შუადღის ჩაის სვამს.

როგორც ითქვა, მომავალ წელს, მეფე ჩარლზი და მისი მეუღლე, კამილა პატარა მიღებებს ბუკინგემის სასახლეში, სურათების გალერეაში და სხვა სახელმწიფო ოთახებში გააგრძელებენ. მაგრამ ეს ოთახები ასევე 2025 წელს უნდა დაიხუროს. ამის შემდეგ, ყველა სამეფო მიღება გადავა სენტ ჯეიმსის სასახლეში ან უინძორის ციხესიმაგრეში, სანამ ბუკინგემის სასახლე სრულად არ გაიხსნება 2027 წელს.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის მეფის ჩარლზ III-ის პარიზში ვიზიტის დროს უმაღლესი დონის ვახშამი ელისეს სასახლის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ხარჯად იქცა 2023 წელს.

ასევე ცოტა ხნის წინ, დიდ ბრიტანეთში სასამართლომ წელიწად-ნახევარით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 23 წლის ეკოაქტივისტს ლუი მაკკეჩნის, რომელმაც ბუკინგემის სასახლის წინ მდებარე შადრევანს წითელი საღებავი ესროლა, რათა ყურადღება მიექცეს ცხოველებზე ნადირობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები