მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბუკნარი" - "ლისი დეველოპმენტის" ახალი პროექტის პრეზენტაცია ბათუმში გაიმართა

ბუკნარი
20.06.24 10:00
194

“ლისი დეველოპმენტმა” აჭარის რეგიონში მოქმედ უძრავი ქონების სააგენტოებს ახალი საკურორტო უბანი ბუკნარი“ გააცნო. ღონისძიებას აჭარის რეგიონის ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს ბუკნარში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები და ადგილზე გაეცნენ პროექტის დეტალებს.

„ბუკნარი“ ბათუმიდან მხოლოდ 7 წუთის სავალ გზაზეა და უშუალოდ შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, უნიკალური მდებარეობით გამოირჩევა, სადაც ზღვისა და მთის ჰავა ჰარმონიულადაა შერწყმული.

კომპანია “ლისი დეველოპმენტი” ბუკნარში 9 ჰა მიწის ნაკვეთს ფლობს, რომლის განვითარება დაბალი სართულიანობისა და სიმჭიდროვის გათვალისწინებით, ეტაპობრივად განხორციელდება.

პროექტის პირველი ფაზა ითვალისწინებს სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექსს, რომლის ინფრასტრუქტურა მოიცავს შიდა საცურაო აუზს, რესტორანს, ასევე სპორტულ მოედანს და მწვანე ზონებს.

პროექტის პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 20 მლნ დოლარია და დასრულება 2025 წლის ბოლოს არის დაგეგმილი.

“ლისი დეველოპმენტმა” საკუთარ პროექტებში დაამკვიდრა და კვლავ ინარჩუნებს მწვანე პრინციპების ერთგულებას, რაც ითვალისწინებს 80/20-ზე კონცეფციას. ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზე განთავსდება შენობა-ნაგებობები, ხოლო დარჩენილი 80% არსებული მწვანე საფარის შენარჩუნებასა და რეკრეაციული ზონების განვითარებას დაეთმობა. კომპანიას სურს, აღნიშნული სტანდარტი ამჯერად აჭარაში, „ბუკნარის“ პროექტში დაამკვიდროს, რომელიც ოჯახური დასვენებისთვისაა გამიზნული და ამავდროულად, მომხმარებლისთვის საინვესტიციო თვალსაზრისითაც მომხიბვლელია.

სასტუმროს ტიპის საინვესტიციო აპარტამენტები ბარდება Turn–Key კონდიციით, რაც მოიცავს სრულ რემონტს, ავეჯს, სამზარეულოსა და აქსესუარებს.

პროექტით გათვალისწინებულია სასტუმროს სტანდარტით აღჭურვილი ნომრები 35 კვ/მ-დან 70 კვ/მ-მდე. თითოეულ აპარტამენტს აქვს ზღვისა და მთის ხედი.

საკურორტო უბნის გენერალური გეგმა და არქიტექტურა მომზადებულია „ლისი დეველოპმენტისა“ და ბრიტანული არქიტექტურული სტუდიოების თანამშრომლობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები