მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბულგარეთის სანაპიროსთან დაუდგენელი წარმოშობის დრონების იერიშის შედეგად სავაჭრო გემი ჩაიძირა

ბულგარეთში გემის ჩაძირვა

შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთან, სავაჭრო გემებზე დაუდგენელი წარმოშობის დრონებით შეტევა მიიტანეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ხომალდი ჩაიძირა.

სამაშველო ჯგუფებმა ჩაძირული ხომალდიდან მხოლოდ ერთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. რაც შეეხება მეორე გემს, მაშველებმა მალტის დროშის ქვეშ მცურავი Chelsea 3-დან ეკიპაჟის თხუთმეტივე წევრის ევაკუაცია შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდა უკრაინის შვიდი და აზერბაიჯანის რვა მოქალაქე, რომელთაგან ხუთმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. ეკიპაჟის წევრების განმარტებით, ხომალდის გემბანსა და კორპუსს სამი საჰაერო დრონი დაეჯახა.

ინფორმაციისთვის, ორივე თავდასხმა ბულგარეთის სანაპირო ზოლიდან 27.5 და 29 კილომეტრის დაშორებით განხორციელდა.

ბულგარეთის უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა მომხდარს ყოვლად მიუღებელი უწოდა და მხარდაჭერის მისაღებად NATO-სა და ევროკავშირს მიმართა. რადევის განმარტებით, მომხდარზე პასუხისმგებელი მხარის შესახებ პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა შექმნილი ვითარება აჩენს ეჭვს, რომ დრონები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან იქნა გასროლილი.

ბულგარეთის ლიდერმა რუსეთის ელჩი ელეონორა მიტროფანოვა ახსნა-განმარტებისთვის ოფიციალურად უკვე დაიბარა. რაც შეეხება ოფიციალურ მოსკოვს, კრემლს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუჟღერებია.

ცნობისთვის, ერთი კვირის წინ ბულგარეთის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში დრონებით თავდასხმა ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ ხომალდზეც განხორციელდა - ეს გემი ადგილზე ჩაიძირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები