მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბულგარეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება შეაჩერა

რუმენ რადევი

ბულგარეთის ახალმა მთავრობამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა დიმიტარ სტოიანოვმა განაცხადა, რომ ოფიციალური სოფია სამხედრო მოქმედებებში რომელიმე მხარისათვის შეიარაღების გადაცემას ვეღარ გააგრძელებს, რადგან ამას რეალური სამშვიდობო შედეგი არ მოაქვს. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა მოსკოვსა და კიევს კონფლიქტის დასასრულებლად მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა.

ბულგარეთის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ მიმდინარე წლის მარტში ორი ქვეყნის მთავრობებმა უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 10-წლიანი შეთანხმება გააფორმეს. ეს დოკუმენტი თავდაცვითი შეიარაღების ერთობლივად წარმოებას, სადაზვერვო მონაცემების გაცვლასა და ენერგეტიკული დერეფნის შექმნას ითვალისწინებდა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკრაინას ყოველწლიურად 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა მიეღო.

ანალიტიკოსების შეფასებით, შეთანხმებაზე გავლენა იმ ფაქტმა იქონია, რომ გასულ თვეში ფიცი ოფიციალურად დადო და ბულგარეთის ხელისუფლებაში მოვიდა ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინისადმი სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკოსი, რუმენ რადევი. მართალია, მან რამდენიმე კვირის წინ საერთო ევროპული პოლიტიკის გატარების პირობა დადო, თუმცა მისი ხელისუფლების ეს ნაბიჯი ბრიუსელის პოზიციებთან თანხვედრის მხრივ ექსპერტებს კთხვებს უჩენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები