2025 წლის იანვარ-მარტში ბულგარეთთან ექსპორტი 203%-ით 45.8 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძისა და ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატებია. სპილენძის მადნებსა და კონცენტრანტებზე მოდის ბულგარეთში მთლიანი ექსპორტის 50%. რაც შეეხება ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრანტებს აქ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი ნულოვანი იყო, წელს კი, 19.2 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა.
2025 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, TOP 5 პროდუქტი, რასაც ბულგარეთში ვყიდით შემდეგია:
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 21.01 მლნ დოლარი/9,714 ტონა;
- ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრანტები - 19.2 მლნ აშშ დოლარი/5,382 ტონა;
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი -1.2 მლნ აშშ დოლარი/4,639 ტონა;
- სპილენძის ჯართი - 1.2 მლნ აშშ დოლარი/148 ტონა;
- ფეროშენადნობები - 877.9 ათასი დოლარი/800 ტონა.




























