მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბუნდოვანება ამ კანონის სტრატეგიაა" - რა ნაწილში ეხება"რუსული კანონი" ბანკებს?

გიორგი ბურჯანაძე

"ბუნდოვანება ამ კანონის სტრატეგიაა", - ასე უპასუხა იურისტმა გიორგი ბურჯანაძემ კითხვას, რა ნაწილში ეხება"რუსული კანონი" ბანკებს?

საქმე ის არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში "რუსული კანონის" განხილვაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კანონი ბანკებს საჯარო რეესტრის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, საბანკო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას აკისრებს.

BMG დეტალებისთვის ეროვნულ ბანკსა და საბანკო ასოციაციას დაუკავშირდა. მათ პასუხს მკითხველს მიღებისთანავე გავაცნობთ.

"კანონი ბევრი მიმართულებით არის ბუნდოვანი. ბევრი მიმართულებით შეიცავს ისეთ ჩანაწერს, სადაც შეუძლებელია ზუსტად გაირკვეს მისი ფარგლები. ჩვენც ზუსტად ეს ვუთხარით იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს, რომელმაც საბოლოოდ თქვა, რომ კანონი ბანკებსაც ეხება. მაგრამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან გვაქვს განცხადება, რომელიც ამბობს, რომ კანონი საბანკო საიდუმლოებაზე არ ვრცელდება. ამიტომ, შემთხვევაც, რომელიც სექტორულად ბანკთან მიმართებით არის, იმის დასტურია, რამდენი ბუნდოვანება შემოიტანა ამ კანონმა. ბუნდოვანება ამ კანონის ერთ-ერთი სტრატეგიაა, რომ რაღაც ვალდებულებები დაადგინოს, მისი ჩარჩო ზუსტად არ განსაზღვროს და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ორგანიზაციებზე დამოკლეს მახვილივით დაეკიდოს", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები