ბუნებრივი აირის ტარიფები მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. ეს განსხვავება ხშირად დამოკიდებულია ადგილობრივი რესურსების არსებობაზე, სახელმწიფო სუბსიდირების პოლიტიკასა და გეოგრაფიულ მდებარეობაზე.
globalpetrolprices.com-ის ბოლო მონაცემები საინტერესო სურათს აჩვენებს იმის შესახებ, თუ სად უწევთ ბიზნესებსა და ოჯახებს ყველაზე მეტი ან ნაკლები გადასახადის გადახდა ენერგიაში.
GlobalPetrolPrices საავტომობილო საწვავის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საცალო ფასებს 150-ზე მეტ ქვეყანაში აკვირდება და ინფორმაციას ყოველკვირეულად აახლებს.
ბუნებრივი აირის ფასები კომერციული სექტორისთვის
კომერციული სექტორისთვის წარმოებისა და საოპერაციო ხარჯების დაგეგმვისას ბუნებრივი აირის ტარიფი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია.
მონაცემების მიხედვით, ბიზნეს სექტორისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობები ეგვიპტეშია, სადაც ტარიფი პრაქტიკულად ნულოვანია. მას მოსდევს ალჟირი, რუსეთი, ბაჰრეინი და აზერბაიჯანი. ამ ქვეყნების უმეტესობა თავად არის ბუნებრივი აირის მსხვილი მწარმოებელი, რაც მათ იაფი ენერგიის შენარჩუნების საშუალებას აძლევს.
სად ღირს კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი აირი ყველაზე იაფი - $ კილოვატ/საათი:
- ეგვიპტე: $0.000
- ალჟირი: $0.003
- რუსეთი: $0.012
- ბაჰრეინი: $0.013
- აზერბაიჯანი: $0.015
- არგენტინა: $0.017
- კანადა: $0.020
- ბელარუსი: $0.022
- ბანგლადეში: $0.023
- მექსიკა: $0.023
კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი აირი ყველაზე ძვირი სინგაპურშია, სადაც ფასი $0.172 აშშ დოლარს აღწევს კილოვატ-საათში.
სად ღირს კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი აირი ყველაზე ძვირი - $ კილოვატ/საათი:
- ავსტრია: $0.124
- სლოვაკეთი: $0.131
- ნიდერლანდები: $0.138
- დანია: $0.138
- ფინეთი: $0.140
- იტალია: $0.142
- ჰონგ-კონგი: $0.146
- შვეიცარია: $0.152
- შვედეთი: $0.159
- სინგაპური: $0.172
ბუნებრივი აირის ფასები საოჯახო მოხმარებისთვის (საყოფაცხოვრებო ტარიფები)
საშინაო მეურნეობებისთვის განკუთვნილი ტარიფები ხშირად განსხვავდება ბიზნეს ტარიფებისგან, რადგან მათზე გავლენას ახდენს სოციალური სუბსიდიები, შიდა გადასახადები და ქსელის შენახვის ხარჯები.
ყველაზე იაფი ბუნებრივი აირი ოჯახებისთვის:
საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ყველაზე იაფ გაზს ალჟირის მოქალაქეები მოიხმარენ:
- ალჟირი: $0.003
- ბელარუსი: $0.007
- რუსეთი: $0.009
- ბანგლადეში: $0.011
- ეგვიპტე: $0.012
- ბაჰრეინი: $0.013
- აზერბაიჯანი: $0.016
- უკრაინა: $0.020
- თურქეთი: $0.020
- არგენტინა: $0.023
ყველაზე ძვირი ბუნებრივი აირი ოჯახებისთვის:
ოჯახებისთვის ბუნებრივი აირი ყველაზე ძვირი შვედეთშია, სადაც ტარიფი $0.221 აშშ დოლარს შეადგენს კვტ.სთ-ზე:
- ჰონგ-კონგი: $0.130
- ნიდერლანდები: $0.131
- საფრანგეთი: $0.137
- იტალია: $0.142
- ავსტრია: $0.148
- პორტუგალია: $0.151
- შვეიცარია: $0.182
- სინგაპური: $0.189
- ბრაზილია: $0.204
- შვედეთი: $0.221
ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ალჟირი, რუსეთი, აზერბაიჯანი და ეგვიპტე, ორივე კატეგორიაში (ბიზნესისა და ოჯახებისთვის) ტარიფების მინიმალურ ნიშნულს საკუთარი რესურსების ხარჯზე ინარჩუნებენ.
ქვეყნების უმეტესობაში საყოფაცხოვრებო ტარიფები უფრო მაღალია, ვიდრე კომერციული. მაგალითად, შვედეთში ოჯახები $0.221 დოლარს, მაშინ როცა ბიზნესისთვის ფასი $0.159 დოლარია იხდიან.
სინგაპური, შვეიცარია და შვედეთი ორივე გრაფიკში მაღალი ფასებით გამოირჩევიან, რაც ძირითადად განპირობებულია ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულებით, მაღალი გადასახადებითა და მწვანე ენერგიაზე გადასვლის პოლიტიკით.




























