საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის პარალელურად, ცვლილებები ბუნებრივი გაზის სექტორშიც იგეგმება. ამ ეტაპზე მთავრობა შესაბამის კანონპროექტზე მუშაობს, რომელმაც ახალი მოთამაშეებისთვის გაზის ბაზრის გახსნა და მიწოდებისა და განაწილების საქმიანობის მკაფიოდ გამიჯვნა უნდა უზრუნველყოს. ამ თემებზე დღეს ევროკავშირის საკომუნიკაციო პროექტის „იუ ფორ ენერჯისა“ და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა.


































