ბრიტანული მოდის სახლი Burberry თანამშრომლების რაოდენობას 20%-ით ამცირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს კომპანია 1,700-მდე დასაქმებულს გაათავისუფლებს.
სამუშაო ძალის შემცირების მიზეზი მარტივია - კომპანიას ხარჯების დაზოგვა და მოგების მარჟის გაზრდა სურს, რომელიც ბოლო ორი წელია დაღმასვლისაკენაა მიმართული.
საერთო ჯამში, 2023 წლის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, Burberry Group-ს 65%-იანი კლება აქვს, თუმცა დღეს თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ გავრცელებული სიახლე ინვესტორებმა პოზიტიურად მიიღეს და კომპანიის აქციების შეფასება 24 საათში 18%-ით გაიზარდა.




























