მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბურჯ-ხალიფას ინვესტორი ბელარუსში აქტივებს ყიდის და ახალ ბიზნესს სერბეთში იწყებს

მოჰამედ ალი ალაბარი

არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქე, ბურჯ-ხალიფას ინვესტორი და Emaar Properties-ის დამფუძნებელი, მოჰამედ ალი ალაბარი ბელარუსის მასშტაბით აქტივებს ყიდის და ახალ ბიზნესს სერბეთში იწყებს.

აღსანიშნავია, რომ სერბეთში ალი ალაბარის ბიზნესპარტნიორი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი იქნება, რომელიც უძრავი ქონების მსხვილი ინვესტორია.

როგორც ცნობილია, პირველ ეტაპზე პარტნიორები საცხოვრებელ კომპლექსს განავითარებენ, რის შემდეგაც სხვა ტიპის დეველოპერულ პროექტებზე გადაერთვებიან. ამ ეტაპზე ინვესტიციის მოცულობა უცნობია, თუმცა ზემოხსენებული პიროვნებების ფინანსურ შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ, პროექტების მოცულობა რამდენიმე მილიონის ფარგლებში იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტირების მიზნით, მოჰამედ ალი ალაბარი საქართველოშიც ყოფილა. მისი ბოლო ვიზიტი ერთი წლის წინ შედგა და მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საქართველოს უძრავი ქონების და კურორტების პოტენციალი განიხილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები