მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“BUS LANE-ში მგზავრების ჩამოსმა/აყვანის უფლება B კატეგორიის ტაქსის მძღოლებსაც უნდა მიეცეთ”- MY VENIO

644941623c0e8
ანუკა ჯოხაძე
27.04.23 22:30
634
“A-კატეგორიის ტაქსების ნაწილს შესაძლებლობა მიეცემა საავტობუსე ზოლებში იმოძრაონ“ - სიახლის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე ტაქსის ლიცენზიის მფლობელებს დღეს აცნობა. მისი თქმით, ნებართვას მხოლოდ ის ტაქსის მფლობელები მიიღებენ, რომლებსაც 10 წელზე ნაკლები წლოვანების ავტომობილები ჰყავთ.

გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევენ ის კომპანიები, რომლებიც B კატეგორიის ლიცენზიის მფლობელ მძღოლებს ასაქმებენ. ქართული ტაქსების კომპანია MY VENIO-ს დამფუძნებელი დავით ჯაფარიძე თვლის, რომ B კატეგორიის ლიცენზიის მფლობელები არასამართლიან კონკურენტულ გარემოში აღმოჩნდნენ, შესაბამისად, მისი თქმით, გარკვეული შეღავათები B კატეგორიის მძღოლებისთვისაც უნდა ამოქმედდეს.

“გარკვეულ დისკომფორტს შექმნის სხვა კატეგორიის მქონე მძღოლებისთვის. ეს სამწუხარო არის გარკვეულწილად. შეიძლებოდა ალბათ უფრო ლოიალურები ყოფილიყვნენ, იმ კუთხით, რომ B კატეგორიის მძღოლებისთვისაც ამოქმედებულიყო რაიმე მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება.

მხოლოდ და მხოლოდ მგზავრთა აყვანა/ჩამოსმის კუთხით მაინც რომ მისცემოდათ B კატეგორიის მძღოლებს საავტობუსე ზოლების გამოყენება კარგი იქნებოდა ჩემი აზრით,”-ამბობს MY VENIO-ს დამფუძნებელი დავით ჯაფარიძე.

BM.GE შესაბამისი კითხვებით დაუკავშირდა ტაქსის კომპანია “BOLT”-საც, სადაც ინიციატივას დადებითად აფასებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ რა გავლენა ექნება მას “BOLT”-ის საქმიანობაზე.

“ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება დაეხმარება ქალაქში არსებული მობილობის გაუმჯობესებას და უზრუნველყოფს მგზავრებისთვის უფრო სწრაფ გადაადგილებას მუნიციპალურ ტრანსპორტთან ერთად, უკვე A კატეგორიის ტაქსებით,”-აცხადებენ კომპანია “BOLT”-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები