BusinessInsider: ლიმასოლი - სამოთხე რუსი ოლიგარქებისთვის
BM.GE
31.03.22 09:31
• 501
კვიპროსის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქი ლიმასოლი, წლების განმავლობაში რუსი ოლიგარქებისთვის ერთგვარ სამოთხედაც გადაიქცა. განსაკუთრებით 2017 წლიდან, ტერიტორიაზე მდიდარმა რუსებმა ცხოვრება, მუშაობა და ბიზნესის კეთება დაიწყეს. რასაც ეტაპობრივად რუსული პოლიტიკური პარტიის შექმნა, რუსული რესტორნების, ბანერებისა და ბიზნესის მომრავლება მოჰყვა. ტიპიური საიუველირო მაღაზიების გარდა, გაიხსნა ასევე ბეწვის ძვირადღირებული მაღაზიები, სადაც ქურთუკებს ყიდიან, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაზე, მზის ქვეშ საერთოდ არ არის საჭირო. თუმცა ამას არც ადგილობრივი მოსახლეობა და არც მთავრობა არ აპროტესტებს, მეტიც მხარს უჭერენ და ეკონომიკაც ფაქტობრივად, რუსებზეა დამოკიდებული. მიმდინარე ომმა კი, მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა. რა ხდება ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ კურორტზე?