მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Businessinsider: რუსები ანტიდეპრესანტებსა და საძილე აბებს პანიკურად ყიდულობენ

62414d2998c0c
მარიამ ადამია
28.03.22 23:25
966
რუსთში მოქალაქეები მედიკამენტებს იმის შიშით იმარაგებენ, რომ ქვეყანაში დასავლური სანქციების შედეგად, ისინი შესაძლოა ამოიწუროს. ფარმაცევტული კვლევითი კომპანია DSM Group-ის სტატისტიკის თანახმად, რუსებმა, 28 თებერვლიდან, 13 მარტამდე თითქმის იგივე რაოდენობის მედიკამენტები შეიძინეს, რამდენიც მთელი იანვრის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Businessinsider აქვეყნებს.

დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისა და საერთაშორისო კომპანიების მიერ რუსული ბაზრის დატოვების ფონზე, რუბლის ღირებულება მკვეთრად დაეცა და ასევე მიმდინარე პროცესებმა, პროდუქციის ფასების ზრდაც განაპირობა. ამ ყველაფერმა კი, რუსეთის მოქალაქეები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის წინაშეც დააყენა, ამიტომ ანტიდეპრესანტებზე და ასევე საძილე აბებზე მოთხოვნაც მკვეთრად გაზრდილია.

DSM ჯგუფის სხვა მონაცემებით, 28 თებერვლიდან 6 მარტამდე პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ანტიდეპრესანტებისა და შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტების გაყიდვები ოთხჯერ გაიზარდა. ხოლო Gallup-ის კვლევის თანახმად, რომელიც რუსეთის მოქალაქეების ტვიტერის არხებს აკვირდება, ომის დაწყების პირველივე დღეს, რუსების ბედნიერების ინდექსი მნიშვნელოვნად შემცირდა.

ინსულინი, ჰორმონები და ასევე კიბოს და გულის წამლები, ასევე ქვეყანაში მოთხოვნად მედიკამენტებს შორის სახელდება, რომელთა ამოწურვასაც, რუსეთის მოქალაქეები ყველაზე მეტად შიშობენ. DSM ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, სერგეი შულიაკმა განაცხადა, რომ მოსახლეობა შიშის გამო პანიკურად ყიდულობს მედიკამენტებს.

"თავიდან შიშობდნენ, რომ ყველაფერი გაძვირდებოდა ხოლო ახლა, შიშობენ, რომ წამლები, რომლებიც მათ სჭირდებოდათ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ იქნება ხელმისაწვდომი. ამიტომაც ყოვედღიურად მოსახლეობა დგას რიგში და ყიდულობენ ყველაფერს,"- ამბობს DSM ჯგუფის გენერალური დირექტორი, სერგეი შულიაკი.

ამიტომაც რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ მედიკამენტების პანიკური შესყიდვა შეწყვიტონ, რადგან ფარმაცევტული კომპანიები ამბობენ, რომ მიწოდების ჯაჭვი არ შეფერხდება და როგორც რუსი, ასევე უცხოელი მწარმოებლები აგრძელებენ წამლების მიწოდებას, თუმცა უფრო მაღალი ფასებით, ხოლო გარკვეულ მედიკამენტებზე შექმნილი დეფიციტი, მოსახლეობის მიერ პანიკური შესყიდვით იყო გამოწვეული, რაც მალე დასტაბილურდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები