მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბუსტერ-დოზით აცრას ყველა მსურველი შეძლებს, ვაქცინები საკმარისია - გამყრელიძე

618a351cd9d68
ინგა მურუსიძე
09.11.21 12:46
1187
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ე.წ. ბუსტერ-დოზებით აცრა პრობლემა არ იქნება, რადგან ქვეყანაში საკმარისი ვაქცინებია.

გამყრელიძემ დღეს გამართული იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ თქვა, რომ საქართველოში, შესაძლოა,  „ჯონსონ დაჯონსონის“ ვაქცინაც შემოვიდეს.

„ყველა მსურველი შეძლებს ბუსტერ-დოზით გაკეთებას. ქვეყანაში დღეს 900 ათასამდე დოზა "ფაიზერის" ვაქცინაა, მარტის ბოლომდე გამოყენების საშუალებით. საკმარისი რაოდენობაა „სინოფარმის“ - დაახლოებით, 700 -800 ათასამდე დოზა და ასევეა „სინოვაკიც“. მალე შეიძლება დამატებით შემოვიდეს „ჯონსონ და ჯონსონის“ ვაქცინა, რომლითაც აცრა  ერთი დოზით მიმდინარეობს.

ბუსტერის პრობლემა არავის ექნება. დღეს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და ყველას, ვისაც აცრიდან 6 თვე გაუვა, შეუძლია აიცრას. პენსიონერებს კი ეს შესაძლებლობა მეორე აცრიდან 3 თვის შემდეგ აქვთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები