წარმატებული ქართველი, რომელიც უკვე 20 წელია ავსტრიაში ცხოვრობს და თავისი წვლილი შეაქვს ქვევრის ქართული ღვინის პოპულარიზაციაში. ბუთა დოლიძე ავსტრიელებს უკვე წლებია ქართული ღვინის დაყენების ტრადიციას აცნობს და უფრო მეტიც, მათ ადგილზე ავსტრიაშივე ქვევრებით ამარაგებს, ასწავლის იქაურებს როგორ უნდა დაყენდეს ქვევრის ღვინო და ცდილობს ამით კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააგებინოს თავისი საქართველოს შესახებ, რომელიც ღვინის სამშობლოა. მიღმა ამისა, ბუთა დოლიძე ვენაში მდებარე რესტორნის მთავარი მენეჯერიც არის და როგორც ტურისტებს, ისე ადგილობრივებს რესტორანში ქართული სტუმარმასპინძლობით ხვდება.