მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BYD-ის მოგება 73%-ით გაიზარდა

BYD

მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ, ჩინურმა BYD-იმ 2024 წლის მეოთხე კვარტლის სტატისტიკა გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, კომპანიამ $2.1 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო, რაც 73%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და ანალიტიკოსების მოლოდინებს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

პროგნოზირებულზე უკეთესია საერთო შემოსავლის სტატისტიკაც, რომელიც მეოთხე კვარტალში თითქმის $38 მილიარდს შეადგენს, რაც 53%-იან ზრდას წარმოადგენს.

საერთო ჯამში, გასული 2024 წლის განმავლობაში BYD-ის მოგებამ $5.6 მილიარდი შეადგინა, რაც 34%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და იმაზე მიუთითებს, რომ კომპანია ყველა მიმართულებით სწრაფად ვითარდება.

კომპანიას რეკორდული ზრდა აქვს გაყიდული ავტომობილების რაოდენობის მიმართულებითაც, რომელმაც 2024 წელს 4 მილიონ 250 ათასი ერთეული შეადგინა და ამ შედეგით ჩინურმა კომპანიამ Volkswagen Group-ს გადაუსწრო.

შესანიშნავი ფინანსური შედეგების ფონზე, 1-წლიან პერიოდში BYD-ის აქციების შეფასება ბირჟაზე 75%-ითაა გაზრდილი, ხოლო 5-წლიან პერიოდში კომპანიის კაპიტალიზაციის ზრდის მაჩვენებელი 585%-ს აჭარბებს, რაც საავტომობილო ინდუსტრიაში დაფიქსირებული ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები