მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BYD ისევ ლიდერია – ჩინურმა კომპანიამ რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილები გამოუშვა

BYD

ჩინური ტექნოლოგიური კომპანია BYD ელექტრომობილების ბაზარზე დომინაციას ისევ განაგრძობს, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კომპანიამ თითქმის 822,000 ერთეული ელექტრომობილი და plug-in ჰიბრიდი გამოუშვა, რაც მსოფლიო რეკორდს წარმოადგენს.

შედარებისთვის, იმავე პერიოდში ამერიკულმა Tesla-მ 435 ათასი ერთეული ელექტრომობილის გამოშვება შეძლო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინური BYD-ის გაყიდვები გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ილონ მასკის კომპანიის.

გასულ წელთან შედარებით BYD-ის წარმოების მაჩვენებელი და გაყიდვები გაორმაგებული, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს.

აღსანიშნავია, რომ BYD ამჟამად ძირითადად მხოლოდ ჩინეთის ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, BYD გლობალურ ბაზარზე სრულად მას შემდეგ გავა, რაც საწარმოო შესაძლებლობები გაიზრდება და ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელი გახდება.

BYD Auto ჩინეთში 2003 წელს გამოჩნდა და ის წლების განმავლობაში ბიუჯეტური, შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილების წარმოებით იყო დაკავებული, 2008 წელს კი BYD-ში ინვესტირების გადაწყვეტილება მსოფლიოს წამყვანმა საინვესტიციო ჰოლდინგმა, Berkshire Hathaway-მ მიიღო.

უორენ ბაფეტის განმარტებით, ჩინურ კომპანიაში ინვესტირების მთავარი მიზეზი მისი მარჯვენა ხელის და Berkshire-ის ვიცე-თავმჯდომარის, ჩარლი მანგერის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ კომპანიას ზრდის უჩვეულოდ დიდი პოტენციალი ჰქონდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩარლი მაგერის პროგნოზი გამართლდა. $232-მილიონიანი ინვესტიცია 7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, BYD-ს საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 93 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინური ავტომწარმოებელი კომპანია უფრო ძვირადაა საფონდო ბირჟაზე შეფასებული, ვიდრე Mercedes, Volkswagen და BMW.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები