მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BYD-მ აგვისტოში რეკორდულად ბევრი ავტომობილი გაყიდა

BYD

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანია, ჩინური BYD გლობალურ ექსპანსიას განაგრძობს. მიმდინარე წლის აგვისტოში, კომპანიამ 370,854 ავტომობილი გაყიდა, რაც 30%-ით მეტია, ვიდრე შარშან. ამავდროულად, გამოიკვეთა საინტერესო ტენდენცია: BYD-ის ჰიბრიდულ ავტომობილებზე არსებული მოთხოვნა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ელექტრომობილებზე. თუ BYD-ის ელექტრომობილების გაყიდვებმა 12%-ით იმატა, ჰიბრიდების გაყიდვით მიღებული შემოსავალი 48%-ით გაიზარდა - თანაც, BYD-ის მიერ აგვისტოში გაყიდული ყოველი სამი ავტომობილიდან ორი, სწორედ ჰიბრიდული იყო.

თუ ჰიბრიდულ ავტომობილებზე ბოლო დროს მზარდი მოთხოვნა ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესებით და მომხმარებელთა გემოვნების ცვლილებით აიხსნება, BYD-ის ელექტრომობილების გაყიდვების ზრდას განსხვავებული მიზეზი აქვს და ის უშუალოდ კომპანიას, მის ბრენდს და ავტომობილების რენტაბელურობას უკავშირდება. BYD-ის რამდენიმე შედარებით მცირე ზომის კონკურენტმა, მათ შორის Li Auto-მ, Aito-მ და Nio-მ გაყიდვები შეამცირეს. გაცილებით ცუდადაა Xiaomi-ის მდგომარეობა, რომელმაც აგვისტოში მისი ფლაგმანური ავტომობილის, SU7-ის 10,000-ზე მეტი მოდელი გაყიდა, როცა თავდაპირველი გეგმის თანახმად, ნოემბრამდე კომპანიას 100,000 შეკვეთა უნდა შეესრულებინა.

თუმცა თუ ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიების უმეტესობას საქმე კარგად ნამდვილად არ აქვთ, იმავეს ვერ ვიტყვით ასევე ჩინურ Xpeng-სა და Zeekr-ზე, რომელთაც, მართალია, თვის ჭრილში, გაყიდვები გაეზარდათ, მაგრამ გაყიდული ავტომობილების რაოდენობა ჯერაც მიზერულია. BYD-სთან არსებული ნაპრალის ამოსავსებად და უფრო მეტი ავტომობილის გასაყიდად ზემოხსენებული კომპანიები ახალ მოდელებს უშვებენ და ახალ ბაზრებს ითვისებენ. როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, Zeekr-ი პირველ SUV-ის გამოშვებას გეგმავს, რომელიც Tesla Model Y-ზე დაახლოებით $1,500-ით უფრო იაფი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები