მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Land Rover Classic-მა Defender-ს V8 ძრავი დაუბრუნა; კვირის მთავარი ავტო სიახლეები

bmgauto

კვირის მთავარ სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა"

Tesla-ს აქციები მოლოდინს გადაჭარბებული მიწოდების ფონზე გაიზარდა

Tesla-ს აქციები 5%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მესამე კვარტალში კომპანიამ 486 532 ავტომობილი მიაწოდა მომხმარებლებს, რამაც ანალიტიკოსების პროგნოზს გადააჭარბა. რეალიზაციის 98% Model 3-სა და Model Y-ზე მოდის. ჩინური კომპანიების მხრიდან მზარდი კონკურენციისა და აშშ-ში საგადასახადო შეღავათის გაუქმების მიუხედავად, გლობალურად ელექტრომობილებზე მოთხოვნა მაინც იზრდება. თუ Tesla მეოთხე კვარტალში მინიმუმ 311 448 ავტომობილის მიწოდებას შეძლებს, წლის საერთო შედეგით 2025 წლის მაჩვენებელს გადააჭარბებს.

ცვლილებები აშშ-ის ავტო ბაზარზე: Hyundai ისტორიაში პირველად უსწრებს Ford-ს

Cox Automotive-ის პროგნოზით, მესამე კვარტალში Hyundai კვარტალური გაყიდვებით ისტორიაში პირველად გადაუსწრებს Ford-ს და აშშ-ის ბაზარზე მესამე ადგილს დაიკავებს General Motors-ისა და Toyota-ს შემდეგ. კორეული ბრენდის დაწინაურებას ჰიბრიდულ ავტომობილებზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნა განაპირობებს, მაშინ როდესაც Ford-ს F-Series პიკაპების წარმოების შეფერხებები და ჰიბრიდების ნაკლებობა მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის. ამავდროულად, ჰიბრიდების ლიდერი Toyota სულ უფრო ამცირებს დისტანციას ბაზრის პირველ ნომერ General Motors-თან.


BMW-ს გლობალური გაფართოების გეგმები

შეერთებულ შტატებში დამყარებული გაყიდვების რეკორდის ფონზე, BMW ამერიკული ბაზრის საჭიროებებზე მორგებული, X7-ზე მაღალი კლასის ახალი ფლაგმანური SUV-ის გამოშვებას განიხილავს. პარალელურად, გერმანული ავტომწარმოებელი ჩინეთის პორტფოლიოს აახლებს და მიზნად ისახავს, 2030 წლისთვის ადგილობრივად რეალიზებული ავტომობილების 95% უშუალოდ ჩინეთშივე ააწყოს. გარდა ამისა, მომავალ წელს დებიუტი ექნება Alpina-ს პირველ მოდელს მე-7 სერიის პლატფორმაზე, ხოლო 2028 წლისთვის ევროპულ ბაზარზე Neue Klasse-ს ოჯახის სრულიად ახალი, ხელმისაწვდომი ელექტრომობილი გამოჩნდება.

Geely Nio Power-ის 30%-იანი წილის მფლობელი გახდა

Geely Holding-ი ბატარეების ჩანაცვლების სტარტაპ Nio Power-ში 30%-იან წილს ყიდულობს. გარიგება Yiyi Power-ის გადაცემასა და $94.8 მილიონის ინვესტიციას მოიცავს, რის შემდეგაც Nio Power-ის შეფასებამ $2.4 მილიარდს მიაღწია. მხარეები ავტო პარკების ინტეგრირებასა და ბატარეების ჩანაცვლების ერთობლივი სტანდარტების შემუშავებას გეგმავენ. Nio Power-ი 2030 წლისთვის 10,000 ჩანაცვლების სადგურის ოპერირებას აპირებს. ჩინური კომპანიები ამ ტექნოლოგიაზე დიდ ფსონს დებენ, რადგან მისი გაიაფება და პრაქტიკულობა ელექტრომობილებზე მოთხოვნას ბუნებრივად გაზრდის.

Land Rover Classic-მა Defender-ს V8 ძრავი დაუბრუნა

Land Rover-ის Classic განყოფილებამ კლასიკური Defender-ისთვის Works V8 Conversion პროგრამა წარადგინა. ის 2012–2016 წლებში გამოშვებული Puma L316 მოდელების მფლობელებს 5.0-ლიტრიანი, 405-ც.ძ. V8 ძრავითა და 8-სიჩქარიანი ZF ავტომატური გადაცემათა კოლოფით განახლებას სთავაზობს. პროგრამა ასევე მოიცავს Bilstein-ის ამორტიზატორებს, Eibach-ის ზამბარებსა და გაუმჯობესებულ მუხრუჭებს. V8 ძრავის განსათავსებლად ავტომობილის გაერთიანებულ სამეფოში ან გერმანიაში მდებარე Classic Works-ის ცენტრებში მიყვანაა აუცილებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები