ელექტრომობილების მწარმოებელი უმსხვილესი კონგლომერატი BYD ევროპის მასშტაბით თავისი პირველი ქარხნის აშენებას უნგრეთში გეგმავს.
ამ სიახლის შესახებ ცნობები პირველად გერმანულ მედიაში გავრცელდა, რასაც განსაკუთრებით ამყარებს ის ფაქტი, რომ ცოტა ხნის წინ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და BYD-ის პრეზიდენტი, ვანგ ჩუანფუ ერთმანეთს პირადად შეხვდნენ.
როგორც ცნობილია, კომპანია ოფიციალურ განცხადებას წლის ბოლოს გააკეთებს და სამშენებლო გეგმასაც წარმოადგენს. უნგრეთში ქარხნის აშენებით BYD-ს ევროკავშირის ბაზარზე შესვლა და თავის დამკვიდრება სურს.
ამჟამინდელი მდგომარეობით, BYD მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტ ელექტრომობილსა და ჰიბრიდულ ავტომობილს აწარმოებს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.