"ბჟალა ჰესების" პროექტი საკვლევ ეტაპზე გადავიდა. მთავრობის 15 სექტემბრის განკარგულებით, ცვლილება შევიდა გასულ წელს დადებულ ხელშეკრულებაში.
"შპს პარვუს ბჟალა ვალდებულია, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების ხელმოწერიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, მთავრობის სასარგებლოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარუდგინოს ვადაგანახლებული წინასამშენებლო საბანკო გარანტია", - აღნიშნულია დოკუმენტში.
მსგავსი ცვლილება შევიდა „ბჟალა 3 ჰესისა" და ბჟალა 1 ჰესი" პროექტებზეც. ამის შემდეგ კომპანიამ უნდა მოამზადოს პროექტის ტექნიკური და სხვა სახის დოკუმენტაცია. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს პარვუს ბჟალას მფლობელი შპს "პარვუს ჯგუფია", რომლის დირექტორი და ერთ-ერთ მფლობელი სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძეა.
























