საქართველოს მთავრობამ სსიპ "იურიდიული დახმარების სამსახურის" ახალი საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დაამტკიცა - ამის შესახებ ცნობილი მთავრობის განკარგულებით ხდება.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, უწყებაში სულ 216 საშტატო ერთეულია გათვალისწინებული, ხოლო წლიური სახელფასო ფონდი 11 მილიონ 430 ათას 720 ლარს (თვეში – 952 560 ლარი) შეადგენს.
საბაზო თანამდებობრივი სარგო 1 600 ლარით არის განსაზღვრული.
იურიდიული დახმარების სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები:
| თანამდებობა | საშტატო რიცხოვნობა | ყოველთვიური ანაზღაურება (ლარი) | წლიური ხელფასი(ლარი) |
| დირექტორი | 1 | 9 840 | 118 080 |
| დირექტორის პირველი მოადგილე | 1 | 8 400 | 100 800 |
| დირექტორის მოადგილე | 1 | 8 400 | 100 800 |
| დეპარტამენტის უფროსი | 4 | 6 080 | 291 840 |
| დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | 2 | 5 760 | 138 240 |
| შიდა აუდიტის მენეჯერი | 1 | 5 280 | 63 360 |
| სამსახურის უფროსი | 1 | 5 280 | 63 360 |
| ბიუროს მენეჯერი | 15 | 5 280 | 950 400 |
| მენეჯერი | 8 | 4 960 | 476 160 |
| მთავარი ბუღალტერი | 1 | 4 960 | 59 520 |
| ბუღალტერი | 1 | 4 480 | 53 760 |
| იურისტი | 6 | 4 480 | 322 560 |
| იურისტ-ანალიტიკოსი | 3 | 4 480 | 161 280 |
| უფროსი სპეციალისტი | 1 | 4 480 | 53 760 |
| სპეციალისტი | 4 | 4 480 | 215 040 |
| საქმისმწარმოებელი | 2 | 4 000 | 96 000 |
| სპეციალისტი | 3 | 4 000 | 144 000 |
| ადვოკატი | 128 | 4 480 | 6 881 280 |
| კონსულტანტი | 33 | 2 880 | 1 140 480 |
| სულ | 216 | 952 560 | 11 430 720 |
სსიპ "იურიდიული დახმარების სამსახური" მოქალაქეებისთვის უფასო საადვოკატო დახმარებას უზრუნველყოფს. სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილია, რომელიც თანამდებობაზე მიმდინარე წლის 1 მაისს დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ "იურიდიული დახმარების შესახებ" კანონში შესული ცვლილებებით, სამსახური უშუალოდ პრემიერ-მინისტრის წინაშე გახდა ანგარიშვალდებული და პრემიერსვე მიენიჭა დირექტორის დანიშვნისა და მოხსნის დისკრეცია. მანამდე მოქმედი კანონმდებლობით, იურიდიული დახმარების სამსახური არ ექვემდებარებოდა არცერთ აღმასრულებელ ორგანოს და ანგარიშვალდებული მხოლოდ პარლამენტის წინაშე იყო.




























